გვერდის ავტორები: ჯალია რუსტამოვა და აიტან კაზუმოვა
გეგმა:
რა არის ჩვევა?
როგორი მავნე ჩვევები არიან?
ჩვევები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს დადებითი მხარე.
როგორ გავძლიოთ თავი მავნე ჩვევებისგან?
1. ერთ-ერთი ცუდი ჩვევა არის საქმის გადადება. ყველას ჰგონია, რომ ადამიანები გადადებენ საქმეს , იმიტომ რომ მათ ეზარებათ, თუმცა სიტუაცია სულ სხვანაირია. პროფესორ ადამ გრანტის თანახმად, ადამიანი გადადებს სამუშაოს, რადგან მას უნდა ამ სამსახურისთვის დრო აირჩიოს სწორად. საქმის გადადება რეალურად ადამიანს უფრო შემოქმედებითს ხდის, ვინაიდან ამ დროს ეძლევა დრო უფრო დახვეწოს და განავითაროთ იდეა, რომლის განხორციელებასაც გეგმავს.
2. მეორე ცუდი ჩვევა არის ფრჩხილების კვნეტა, რაც არის ძალიან გავრცელებული და ძალიან ცუდი. კვნეტით ადამიანის ფრჩხილები ცუდ მდგომარეობაში ვარდება, ზიანდება. ფრჩხილების კვნეტის დროს ალბათობა იმისა, რომ ორგანიზმში შევა რომელიმე ინფექცია ან მიკრობი, არის დიდი. თუმცა როგორც კვლევა აჩვენებს, ადამიანები რომლებიც ფრჩხილების კვნეტისკენ არიან მიდრეკილნი, სხვებთან შედარებით გონიერებით გამოირჩევიან, არიან უფრო ჭკვიანები და მარტივად შეუძლიათ რთული ამოცანების გადაჭრა.
3. მესამე ცუდი ჩვევა არის ყველგან დაგვიანება, ანუ, უპუნქტუალურობა. დაგვიანება არ არის კარგი, ამ დროს თქვენ ადამიანების თვალში კარგავთ პატივისცემას და მოუწესრიგებელ, ქაოსურ პიროვნებად წარმოჩინდებით. არ უფრთხილდებით არც საკუთარს და არც სხვების დროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენთვის სასიამოვნო ამბავიც გვაქვს. ფსიქოლოგი დაიან დილონზორი წერს, რომ ასეთი ადამიანები არიან ოპტიმისტები, იმედით სავსენი და ყოველთვის საუკეთესოს მოლოდინი აქვთ. მათ მართლა სჯერათ, რომ უცებ ჩაიცვამენ, ჭურჭელსაც დარეცხავენ, სარეცხსაც გაფენენ და შეხვედრაზეც არ დააგვიანდებათ. მართალია, შეხვედრებზე გამუდმებით აგვიანებენ, მაგრამ ეს ოპტიმიზმი ეხმარებათ, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ და ყველა საქმე მოასწრონ.
4. წუწუნი არის ერთ-ერთი ძალიან ცუდი ჩვევა. ბევრ ადამიანს არ მოსწონს, როცა მათ წინაშე ადამიანი სულ წუწუნებს, ასევე, ყველასთვის არ არის სასიამოვნო ჰყავდეს ისეთი მეგობარი, რომელსაც მუდმივი წუწუნი უყვარს. ყველას ცხოვრებაში აქვთ თავისი პრობლემები, არ მოსწონს უფროსი, პრობლემები სამსახურში, ოჯახში ან სხვა, ამიტომ ისინი წუწუნებენ, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს კარგი არ არის და ბევრისთვის მიუღებელია. მაგრამ, კვლევა აჩვენებს, რომ წუწუნა ადამიანები რეალურად სხვებზე უფრო ბედნიერები არიან. როგორც აღნიშნავს ფსიქოლოგი გაი ვინჩი, წუწუნა ადამიანები წუწუნით ახერხებენ დაცვლას ნეგატიური ემოციებისგან.
5. შემდეგი ცუდი ჩვევა არის საღეჭი რეზინის ღეჭვა. კევის ღეჭვა მიღებულია, როცა ხართ მარტო ან ახლო ადამიანებთან, მაგრამ როცა ხალხმრავალი ადგილას ხართ, ან კი ოფიციალურ შეხვედრაზე, კევას არ უნდა ჰქონდეს აქ ადგილი. ეს ჩვევა ადამიანს ეხმარება განტვირთვაში და მას უფრო პროდუქტიულს ხდის. ეს ფაქტი სხვადასხვა კვლევებითაა დადასტურებული. ერთ-ერთი კვლევის თანახმად კი, საღეჭი რეზინი აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს სტრესს. უბრალოდ, ჩვენ ხოლმე უნდა ვაკონტროლოთ ის, სადაც ვართ და ვინები არიან ჩვენს გარშემო.
6. ჭორაობა არის ცუდი ჩვევა, რომელიც, როგორც ცნობილია, განსაკუთრებით გავრცელებულია ქალთა შორის, თუმცა, როგორც გვაჩვენა ბევრმა კვლევამ, ადამიანი ჭორაობის დროს თავს კარგად და ბედნიერად გრძნობს.
წყარო https://bit.ly/3ro0BxX
ერთ-ერთი ცუდი ჩვევა არის გვიან დაძინება. ამას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა ადამიანი შეიძლება დაიძინეს გვიან სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად, აქვს რაღაცა პრობლემი, ან თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ თუ ის იძინებს გვიან კომპიტერსა ან ტელეფონით თამაშის გამო, ეს ცუდია. ცოტა ძილი იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა თავის ტკივილი, წონის მომატება, ძალების დაკარგვა, თავის ცუდად გრძნობა და სხვა. ამიტომ ასეთი ჩვევის დაძლევა არის აუცილებელი - ადამიანმა აუცილებლად უნდა შეისვენოს.
კოფეინის დიდ რაოდენობაში მიღება არის ასევე ძალიან ცუდი. ყველაფერს აქვს თავისი ნორმა და თუ ადამიანი იღებს დღეში დოზიდან მეტ კოფეინს, მას უქმნდება ძილის პრობლემები, ასევე შეიძლება იყოს გამონაყარი კანსა და სახეზე.
მოწევა არის ძალიან ცუდი ჩვევა. ამას არ აქვს დადებითი მხარეები, ის აზიანებს ადამიანის ორგანიზმს, განსაკუთრებით ზეგავლენს ფილტვებზე და აზიანებს მათ. ადამიანს ექმნება დამოკიდებულება, რისგან შემდგომში თავის მოწყვეტა არის ძნელი. მოწევამ ქაცებში შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონული პათოლოგია, ეს კი უარყოფითად მოქმედებს ნაყოფიერებაზე.
წყარო https://bit.ly/3zladMt
„ცუდი ჩვევები თქვენს ცხოვრებაში იჭრებიან და მიზნების შესრულებაში გიშლიან ხელს. ისინი თქვენს ჯანმრთელობასაც უქმნიან საფრთხეს − როგორც მენტალურს, ისე ფიზიკურს, და კიდევ დროსა და ენერგიასაც გართმევენ“.
თქმა არ უნდა იმას, რომ ცუდი ჩვევების დაძლევა და მათი კარგით შეცვლა ყველანაირად უნდა სცადოთ. რაზე უნდა თქვათ უარი? კეთილი, ზოგიერთების გახსენება საერთოდ არ არის რთული − სიგარეტის მოწევა და არაჯანსაღი საკვები. თუმცა, არსებობს ჩვევები, რომლებიც „ცუდი“ გვგონია, მაგრამ სინამდვილეში შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს, მაგალითად, მოუწესრიგებლობა.
ხშირად ისმის რეკომენდაციები, რომ სამუშაო სივრცე აუცილებლად სუფთა და მოწესრიგებული უნდა გვქონდეს. დახუნძლულ მაგიდას ან იატაკზე მიმოყრილ ნივთებს ჩვენი სამუშაოდან მოწყვეტა შეუძლია, ხოლო თუ გარემო მოწესრიგებულია, უადგილოდ დაგდებული საგნების ძებნაზე დრო აღარ დაგეხარჯებათ. თუმცა Reader's Digest -ის მიხედვით, მცირეოდენ უწესრიგობასაც აქვს რაღაც დადებითი. მოუწესრიგებელი ადამიანები გაცილებით შემოქმედებითად განწყობილები, სპონტანურები და მოქნილები არიან. კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ნივთებით ჩახერგილ გარემოში მუშაობენ, უკეთეს იდეებს ფლობენ. გარდა ამისა, საკუთარი ორგანიზაციული სისტემებიც აქვთ და არც წვრილმანებზე ამახვილებენ მეტისმეტად დიდ ყურადღებას.
წყარო: https://www.google.com/amp/s/www.entrepreneur.com/amphtml/358949
No comments:
Post a Comment